მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკები აცხადებენ, რომ მათ ნატოს სამხედრო-სატვირთო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მათივე მტკიცებით, ვერტმფრენის ჩამოგდებას ნატოს სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლიც მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული ტელეარხი "პრეს ტვ" თალიბების წარმომადგენელზე უისეფ ახმადზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ნატოს სამხედრო-სატვირთო ვერტმფრენი ამ დილით ჩამოაგდეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თალიბები მსხვეპლის რაოდენობას ვერ აკონკრეტებენ.
ამავე დროს, ავღანური არმიის წარმომადგენლები, ტელეარხთან საუბარში ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ეს ინცოდენტი გუშინ საღამოს მოხდა და კატასტროფის მიზეზად არა თალიბანის შეტევას, არამედ ვერტმფრენის გაუმართაობას ასახელებენ.