უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საგამოძიები იზოლატორიდან კოლონიაში გადაიყვანეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ანდრუშკომ გააკეთა.
"ტიმოშენკო უკვე ეტაპირებულია საგამოძიებო ოზილატორიდან", _ განაცხადა ანდრუშკომ და დამატები დეტალების გახმოვანებისგან თავი შეიკავა.
გაზეთ "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, იულია ტიმოშენკო ხარკოვის მხარის ერთ-ერთ კოლონიაში გადაიყვანეს. მისი ეტაპირება დღეს დილის 05:00 საათზე დაიწყო. ექს-პრემიერი ინვალიდის სავარძლით გადაჰყავთ, ვინაიდან მათ თავად გადაადგილება უჭირს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკოს კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტების დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.