ისრაელმა ღაზას სექტორზე მორიგი ავიადარყმა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაიჭრა.
ებრაელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე ის ბოევიკები გახდნენ, რომლებიც ისრაელზე დარტყმას ამზადებდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის სამხრეთ რეგიონებზე ორი რაკეტა პალესტინიელებმა გაუშვეს. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორში მდებარე ტერორისტების ბაზებზე იერიში მიიტანეს.
რაკეტების ამგვარი "ცვლა" რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.