ატომურ წყალქვეშა ნავზე "ეკატერენბურგი", რომელიც მურმანსკის მხარის, დასახლებულ პუნქტ როსლიაკოვოს ტერიტორიაზე არსებულ გემთსარემონტო ქარხნის დოკში დგას, მეხანძრეებმა ხანძრის კერების ლოკალიზება შეძლეს.
როგორც ხომალდის მეთაურმა განაცხადა, რადიაციული ფონი წყალქვეშა ნავზე ნორმის ფარგლებშია, იუწყება რუსული მედია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგებელთა განცხადებით, ეკიპაჟის ნაწილი ბორტზე იმყოფება და მონიტორინგს ატარებს. წყალქვეშა ნავის ირგვლივ რადიაციული ფონის შემოწმება ხდება ყოველ 30 წუთში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი გემის ირგვლივ დამონტაჟებულ ხის კარკასს გაუჩნდა. ხანძრი 150 კვ/მ-ზე გავრცელდა . რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნავის სარემონტო სამუშაოების გამო, წყალქვეშა ატომური ნავის რეაქტორი გამორთული იყო.
ფოტო: ტვ 21