დღეს, 30 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური 2011 წლის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.
როგორც გილაურმა განაცხადა, 30 დეკემბერს, ტრადიციულად, შეჯამდება 2011 წელი და ის ისაუბრებს ყველა იმ გამოწვევებზე, პრობელმებზე და წარმატებებზე, რაც ქვეყანას 2011 წელს ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2011 წელი არ იყო მარტივი წელი ქვეყნისთვის, თუმცა იყო გარკვეული წარმატებები.