მოსკოველი სამართალდამცავები პუშკინის მოედანზე მოსალოდნელი საპროტესტო აქციის დასარბევად ემზადებიან. სამართალდამცავებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის თავოზე, რომ აქცია უსანქციო და უკანონოა.
"მიტნგის ჩატარება პუშკინის მოედანზე დღეს მოსკოვის დროით 18:00 საათზე ქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული არ არის", _ ნათქვამია მოსკოვის რაიონული სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე უკვე თავმოყრილია პოლიციის წარმომადგენელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. პოლიციელებით სავსე დაახლოებით 10 ავტობუსი მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
აღსანიშნავია, რომ დღეს პუშკინის მოედანზე აქციის მონაწილეები ოპოზიციონერ სერგეი
უდალცოვის მხარდასაჭერად უნდა შეიკრიბონ. უდალცოვის მხარდამჭერ მიტინგს, პუშკინის მოედანზე, "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი ილია პონომარიოვი გამართავს.
მოსკოვის მერიამ მიტინგის ჩატარებაზე სანქცია არ გასცა, რის შემდეგაც პონომარიოვმა განაცხადა, რომ პუშკინის გამზირზე ის საკუთარ ამომრჩევნებს შეხვდება, რაც მისი თქმით, უდალცოვის პატიმრობის გაპროტესტების ერთადერთი გზაა. სერგეი უდალცოვი სამი დღის წინ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ კიდევ ერთხელ დააკავეს და მას ტვერის სასამართლომ დამატებითი 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.