საარჩევნო სუბიექტებს 2 კვირაში ერთხელ ფინანსური შემოსავლის გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ახალ "საარჩევნო კოდექსში", რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის მომენტიდან 2 კვირაში ერთხელ გამოაქვეყნონ ინფორმაცია ცესკოს მიერ დადგენილი ფორმების მიხედვით შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშული მოთხოვნას მანამდე მოქმედ "საარჩევნო კოდექსი" საარჩევნო სუბიექტებს არ ავალდებულებდა.