მოსკოვის ცენტში, თავის საცხოვრებელ ბინაში თეატრის მსახიობი ვიაჩესლავ ტიტოვი დამხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, როდესაც სამართალდამცავებმა მსახიობის ცხედარი იპოვეს მას თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.
40 წლის ტიტოვი მაიაკოვსკის სახელობის თეატრის მსახიობი იყო და ცნობილი იყო თავისი როლებით ისეთი დეტექტიურ სერიალებში როგორებიცაა მაგალითად "გლუხარი" და "მარშ ტურეცკოგო".