კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილი კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ბელადად ოფიციალურად აღიარეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. კიმ ჩენ ინი ასევე გამოცხადდა არმიისა და მუშათა პარტიის ბელადად.
28 წლის კიმ ჩენ ინი ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე მამის სამგლოვიარო პროცესიას ხელმძღვანელობდა. ამ ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.