ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ეროვნულ ფორუმთან" თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, "ფორუმთან" თანამშრომლობის ფორმები მომავალში გაირკვევა.
"მე პირადად ორჯერ შევხვდი კახა შარტავას. მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა ივანიშვილმა საფრანგეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა საელჩოში პასპორტი ჩააბარა.