რუსეთის დედაქალაქში დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მოეწყობა. მემარცხენე ფრონტის ლიდერის, სერგეი უდალცოვის მხარდამჭერ მიტინგს, პუშკინის მოედანზე, "სამართლიანი რუსეთის" ლიდერი ილია პონომარიოვი გამართავს.
მოსკოვის მერიამ მიტინგის ჩატარებაზე სანქცია არ გასცა, რის შემდეგაც პონომარიოვმა განაცხადა, რომ პუშკინის გამზირზე ის საკუთარ ამომრჩევნებს შეხვდება, რაც მისი თქმით, უდალცოვის პატიმრობის გაპროტესტების ერთადერთი გზაა. სერგეი უდალცოვი სამი დღის წინ 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ კიდევ ერთხელ დააკავეს და მას ტვერის სასამართლომ დამატებითი 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.