ხვალ, 29 დეკემბერს, 16:00 საათზე, ლიტერატურის მუზეუმში ნიკო გომელაურის ორტომეულის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის წინასიტყვაობა კომპოზიტორ გია ყანჩელს ეკუთვნის.
"სამწუხაროა, რომ ნიკო გომელაურის პოეზია ჩემთვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ. დასანანია, რომ ნიკოსთან ვიზუალური ურთიერთობა მხოლოდ სამონტაჟო მაგიდასთან მუშაობისას განვიცადე. მსიამოვნებს, რომ მისი მრავალი სტრიქონი მადლიერებით მახსენდება: ჩემი ქვეყანა სულგაშლილი. ჩემი ქვეყანა სულ დაშლილია", - აღნიშნულია წიგნის წინასიტყვაობაში.
კრებულში შესულია გომელაურის ლექსები, თარგმანები, პროზაული ნაწარმოებები და ფოტოები.