მოლდოვის რესპულიკაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 15 იანვარს გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის მმართველმა ალიანსმა ევროპული ინტეგრაციისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ "მოლდპრესი" ავრცელებს.
"ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს თარიღი დავადგინოთ, ამას კანონი მოითხოვს", _ განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თავმჯდომარემ მარიან ლუპუმ და თავად პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ლუპუ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეცაა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა მმრთველი ალიანსის კანდიდატს ეკისრება.
"ვაცხადებ, რომ განმეორებით არჩევნებში რეგისტრაციას არ ვაპირებ და ამით ვხსნი გზას ახალი შესაძლებლობების მოძებნისა და კრიზისის აღმოფხვრისათვის", _ აცხადებს ლუპუ.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არჩეული პრეზიდენტის გარეშე უკვე ორ წელიწადმე მეტია ცხოვრობს. 16 დეკემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მარიან ლუპუმ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობაზე კი ოპოზიციური კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.