პოლიტიკური გაერთიანების მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვის შემთხვევაში ფინანსური შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება, ხოლო მიმღები ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვილბები „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" პარლამეტმა დღეს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური გაერთიანებისათვის აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება ასევე გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმხორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
ამასთან, პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
გარდა ამაისა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო კონტროლის პალატის მოთხოვნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევა, გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარით.
აღნიშნული დარღვევებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან ექვსი წლის განმავლობაში.