არგენტინის პრეზიდენტს, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერს, ექიმებმა ფარისებრი ჯირკვლის კიბო აღმოუჩინეს.
მედიკოსების განცხადებით, პრეზიდენტს ოპერაცია 2012 წლის 4 იანვარს გაუკეთედება ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში. სავარაუდოდ პაციენტი საავადმყოფოში სამი დღე დარჩება, რომლის შემდეგ 20 დღიანი დასავენება მოუწევს.
ფერნანდეს დე კირშერის დიაგნოზი ჯერ კიდევ 22 დეკემბერს დაუდგინდა, სამედიცინო გამოკვლევის თანახმად, მაგრამ საჯაროდ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. ექიმების განცხადებით პრეზიდენტის ავადმყოფობა ადვილ ფორმებშია და მისი განკურნება სრულად არის შესაძლებელი. კურსის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ამადო ბუდუ შეასრულებს.