ზურაბ დოიჯაშვილი სოლო კონცერტს გეგმავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, კონცერტზე 25 წლის ნამუშევარ სიმღერებს წარადგენს.
"სოლო კონცერტი მინდა გავაკეთო, სადაც შევასრულებ როგორც ახალ ასევე, ძველ და ხალხისთვის საყვარელ სიმღერებს. რა თქმა უნდა, იქნება დუეტებიც და ის სიმღერები, რომელიც 25 წლის განმავლობაში დამიგროვდა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დოიჯაშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბ დოიჯაშვილი "იუმორინაზე" 7 წლის შემდეგ 27 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარსდგა. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა ის ადრე "იუმორინელი" იყო და ამდენი წლის შემდეგ ერთი დღით ისევ დაუბრუნდა გუნდს.
"ძალიან გამიხარდა ამდენი წლის მერე ისევ რომ დამიძახეს. უკვე 7 წელია "იუმორინაში" არ მიმიღია მონაწილეობა და ამჯერად, დავბრუნდი ისევ ჩემი უკვდავი სიმღერით "მარტი". რომელიც ხალხს ძალიან უყვარს. მიხარია და წარმატებას ვუსურვებ "იუმორინას", - აღნიშნა დოიჯაშვილმა.