რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ტივას ტერიტორიაზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ, რუსი გეოფიზიკოსების განცხადებით, 6,5 ბალამდე მიაღწია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ტივას მთავარ ქალაქთან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული, რომლის სიმძლავრემ 6,9 ბალს მიაღწია. გეოფიზიკოსების პროგნოზის თანახმად, ამავე რეგიონში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ბიძგები.