ფოტოგრაფი იური მეჩითოვი კინორეჟისორ თამარ სულამანიძესთან ერთად მუშაობს წიგნზე - "ფოტოგრაფია საქართველოში". როგორც მეჩითოვმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, წიგნი 700-გვერდიანი იქნება და 50-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს ფოტოგრაფიის განვითარების ისტორიას ასახავს.
"წიგნში ავსახავთ სტალინის დროიდან დღემდე ფოტოგრაფიის განვითარებას საქართველოში. მასში კონცეპტუალური ხელოვნება, დოკუმენტური და სპორტული ფოტოგრაფია იქნება აღბეჭდილი. ეს იქნება ერთადერთი წიგნი ფოტოგრაფიის განვითარების შესახებ საქართველოში. ამით მინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენთან დიდ სიმაღლეზე დგას ფოტოგრაფია. წარსულშიც ასე იყო, თუმცა მიჩქმალული იყო და ამას ჩვენი წიგნი გამოააშკარავებს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მეჩითოვმა.
წიგნის პრეზენტაცია მარტის ბოლოს იგეგმება. "ფოტოგრაფია საქართველოში" ორენოვანი - ინგლისურ-ქართული იქნება.