იური მეჩითოვი ეროტიკული ფოტოების წიგნად გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფოტოგრაფმა განუცხადა.
"1998 წლიდან დღემდე გადაღებული ეროტიკულ ფოტოებს მინდა თავი მოვუყარო და წიგნად გამოვცე. მასში გაშიშვლებულია 40 ქალი და 10 მამაკაცი. არც ერთისთვის ფული არ გადამიხდია, ისინი ჩემი მეგობრები არიან და ერთად ვხალისობდით. თუმცა ინტიმურ კავშირში არავისთან შევსულვარ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მეჩითოვმა.
მეჩითოვის მიერ გადაღებული ეროტიული ფოტოები 1999 წელს პირველად გამოიფინა, თუმცა ფოტოგრაფს ამჯერად 13- წლიანი ნამუშევრის თავმოყრა და წიგნად გამოცემა სურს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მეჩითოვმა განუცხადა, მოდელებიდან ყველა უცნობი სახეა, რომელთაგან ზოგს ნიღაბი უკეთია.