ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრის ჯონდი ბაღათურია შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვაზე კანონში გამკაცრება ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დაკარგვის შიშის უკავშირდება.
ამის შესახებ ბაღათურიამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
ბაღათურიამ სხდომაზე მოსახლეობისთვის გადაცემული ვაუჩერი წარადგინა, რომელსაც "პრეზიდენტის საჩუქარი" აწერია და უმრვლესობას მიმართა ითვლება თუ არა ეს ამომრჩევლის მოსასყიდვად.
ამასთან, ბაღათურიამ გაიხსენა წინასაახალწლოდ პრეზიდენტის მიერ ხელოვნების მუშაკებისთვის ინდაურების დარიგებაც გაიხსენა და ხელისუფლება მოსახლეობისადმი ცინიკური დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, იგი მომხრეა ამომრჩეველთა მოსყიდვის აკრძალვისა, რადგან "ამის ექსკლუზიური უფლება, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს".
"ძალაუფლების დაკარგვის შიში გაქვთ. ახალ რეგულაციებს ხელისუფლება მხოლოდ ოპოზიციის დასაშანტაჟებლად გამოიყენებს", - აღნიშნა ბაღათურიამ.