დღეს, 27 დეკემბერს, "თიბისი გალერეაში" ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის სოლისტი, პიანისტი დავით ალადაშვილი საახალწლო კონცერტს გამართავს.
21 წლის დავით ალადაშვილს უკვე ჰქონდა კონცერტები კარნეგი ჰოლში, ლინკოლნ ცენტრსა და სხვა პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. იგი არის ვან კლიბერნის და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტის მფლობელი, ვლადიმერ სპივაკოვის ფესტივალის (მოსკოვი), ნიკოლაი რუბინშტეინის კონკურსის (პარიზი) გრან-პრის მფლობელი.
კონცერტზე მიწვეული სტუმრის სტატუსით შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თეა ჭკუასელიც დაუკრავს.