საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში ლიანა ისაკაძის წიგნის "მედიტაციების" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნში თავმოყრილია ლიანა ისაკაძის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მედიტაციები, რომელიც გამსჭვალულია ღმერთისადმი სიყვარულით, სიწმინდით და ჭეშმარიტების ძიებით.
ჩანაწერები მისმა მეუღლემ შეაგროვა და კრებულად გამოსცა. წიგნის მთავარი თეზისია სინდისი, ადამიანის დეკლარაცია ღმერთში. წიგნის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი სწორედ თამაზ ჩაჩავაა.
"ჩემმა მეუღლემ შეკრიბა ჩემი ნაწერები, რომელიც დაწერილი დაგლეჯლ ქაღალდებზე იყო. როდესაც მივდიოდი გასტროლებზე, ხან თვითმფრინავში ვწერდი, ხან მატარებელში", - განაცხადა ისაკაძემ პრეზენტაციაზე.