27 დეკემბერს, 13:30 საათზე, კულტურის სამინისტროს დარბაზში, სააქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით შექმნილი მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომი ასოციაციის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში გამოიცემა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი".
მუსიკალურ ალბომში - "ნუ დაარღვევ საავტორო უფლებას!" - ოცდაათი ცნობილი ქართველი შემსრულებლის სიმღერაა გაერთიანებული. მათ შორის არიან: დავით ევგენიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი "33ა", ჯგუფი "ფრანი", ჯგუფი "მგზავრები", ზაზა კორინთელი (ზუმბა) მერაბ სეფაშვილი, დავით გომართელი, ნინი ბადურაშვილი, კახაბერი და ხანუმები, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები.
პრეზენტაციას დაესწრებიან ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
მუსიკალური ალბომი უფასოდ გავრცელდება.