27 დეკემბერს, 19:30 საათზე, თიბისი გალარეაში გაიმართება ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის ვარსკვლავის, 21 წლის ქართველი პიანისტის, დავით ალადაშვილის კონცერტი.
ალადაშვილს გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საშემსრულებლო სივრცეებში: კარნეგი ჰოლში, ლინკოლნ ცენტრში და ა.შ.. იგი არის ვან კლიბერნის და სუზან როუზის საფორტეპიანო გრანტის მფლობელი, ვლადიმერ სპივაკოვის ფესტივალის (მოსკოვი), ნიკოლაი რუბინშტეინის კონკურსის (პარიზი) გრან-პრის მფლობელი.
კონცერტზე მოწვეული სტუმრის სტატუსით დაუკრავს შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, თეა ჭკუასელი.