მიმდინარე წელს პარლამენტის კიდევ ორი რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე კვირას ერთი რიგგარეშე სხდომა იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვას დიდი დრო სჭირდება აუცილებელი გახდა კიდევ ერთი სხდომის დანიშვნა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობას 28 დეკემბრამდე დაასრულებს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომები 27 და 28 დეკემბერს გაიმართება, სადაც მესამე მოსმენით ახალ საარჩევნო კოდექს და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ.