ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას იმპიჩმენტის დაყენებას გაგემავს.
როგორც ბაღათურიამ დღეს, პარლამენტში განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა, განათლების სფეროში ელიტარული კორუფცია მოქმედებს, რის საფუძველზეც ხედვა საჯარო სკოლების შემცირება და მათი კერძოთი ჩანაცვლება და ამის მაგალითად გოროზიას ოჯახის მიერ მარტვილში კერძო სკოლა "სხივის" გახსნა დასახელა.
მისივე თქმით, საჯარო სკოლების ოპტიმიზაცია დროს არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც 2003-04 სასწავლო წელს 3175 საჯარო სკოლა იყო, ხოლო მათი რიცხვი 2010-11 წლებში 2130-მდე შემცირდა, რადგან ოპტიმიზაციის პროცესის დროს 1045 სკოლა დაიხურა.
ამასთან, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 655 000 მოსწვალე იყო, ხოლო 2010-11 წლებში მათი რიცხვი 542 400 მოსწავლემდე შემცირდა, შესაბამისად გაიზარდა კერძო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტი.
ბაღათურიას თქმით, 2003-04 წლებში კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 16 900 იყო, ხოლო 2010 -11 წლებში 53 000-მდე გაიზარდა.