30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს სენტ-ვინსენტის და გრენადირების პრემიერ-მინისტრი რალფ გონსალესი ეწვევა.
"კარიბის ზღვის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში აღსანიშნავია სენტ ვინსენტის და გრენადირების პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 30-დეკემბრიდან 2 იანვრამდე ეწვევა საქართველოს აღნიშნული ქვეყნის პრემიერი რალფ გონსალესი ეწვევა", - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი არის მისი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. ეს საქართველოში კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი ვიზიტია.