საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმიანება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, ლუკაშევიჩის განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთი შეშფოთებულია იმ შეთანხმებაზე ხელის მოწერით, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას უკავშირდება.
"სურს გავაკეთო კომენტარი ბატონი ლუკაშევიჩის მიერ 22 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან საინტერესო შეფასებები გააკეთა საქართველო-რუსეთის შეთანხმებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგად გვესმის ვინ არის ადრესატი ამ კომენტარის და ამ განცხადების. კიარგად გვესმის ასევე, რომ რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებული არის იმით, თუ როგორ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ადრესატი ამ განცხადების და ამ კომენტარის არის პირველ რიგში მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები, რადგან ამ მოლაპარაკებების და ამ პროცესის განმავლობაში ჩართული არ იყვნენ არც სოხუმის და არც ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები. ასეთი შეფასებებით ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ეს რეჟიმები, რომ თითქოს ამ შეთანხმებით ყველაფერი რიგზე არის", - განაცხადა კაპანაძემ.
სერგი კაპანაძე ურჩევს ლუკაშევიჩს, რომ კარგად გაეცნოს საქართველო-რუსეთის შეთანხმებას.
"კარგი იქნება, რომ ის ხალხი ვინც ამ შეთანხმებაზე კომენტარს აკეთებს, კარგად გაეცნონ შეთანხმების შინაარსს. თუ ბატონი ლუკაშევიჩი ან სხვა კომენტატორი ამ შეთანხმებაში იპოვის ისეთ ტერმინებს, როგორიც არის საბაჟო ტერმინალი ან საექსპორტო დეკლარაცია, ვთხოვდი, რომ გვაჩვენონ სად არის აღნიშნული. ჩვენ ვაპირებთ რომ ეს შეთანხმება შევასრულოთ და იმედი გვაქვს, რომ რუსეთიც ასე მოიქცევა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მოსკოვსა და თბილის შორის ვმო-ს საკითხზე ხელმოწერილი ოქმი არ აკნონებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის - როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების - სტატუსს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცლურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.