წელს სოხუმსა და ახალი ათონის მონასტერში ბავშვებისთვის განკუთვნილი წინასაშობაო ღონისძიებები ფინანსური პრობლემების გამო არ გაიმართება. ეს განცხადება დღეს ე. წ. სოხუმისა და აფხაზეთის ეპარქიის მდივანმა გერმან მარშანიამ გააკეთა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აფხაზეთის სასულიერო პირები ბავშვებისთვის საშობაო ნაძვის ხეების დღესასწაულს აწყობდნენ. პირველი წინასაშობაო წარმოდგენა სეპარატისტულ აფხაზეთში 2004 წელს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები