დღეს, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის, აგრეთვე გალერეის აღსაზრდელებისთვის აწყობს საშობაო-საახალწლო ზეიმს.
მოწვეული ბავშვები, გალერეის აღსაზრდელებთან ერთად დახატავენ. ნახატები იქვე გამოიფინება. ბავშვები თანატოლებს გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას - წაიკითხავენ ლექსებს, იმღერებენ, ნახავენ თოჯინურ სპექტაკლს "ლურჯი ფრინველი", რომელიც ჩვენმა აღსაზრდელებმა მოამზადეს (პედაგოგები მზექალა ბერძენიშვილი და თამრიკო ჯიხვაძე), დაესწრებიან მაკა მახარაძის აღსაზრდელების კონცერტს ( ნაწყვეტს სპექტაკლიდან "მაკნატუნა"). დასასრულს თოვლის ბაბუა ბავშვებს გადასცემს საჩუქრებს.