პარტიებს, რომლებიც პროპორციულ სიებში პირველ 50 ადგილზე 20%-ს ქალებს დაუთმობენ სახელმწიფო დაფინანსება გაეზრდებათ.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კოდექსში ქალთა როლის გაზრდასთან დაკავშირებით საბოლოო ფორმულირებები ჩამოყალიბდება.
"წინასწარი ფორმულირებით შემიძლია გითხრათ, რომ პარტიის სიაში თუ პირველ 50 ადგილზე წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 20% ქალთა წარმომადგენლობა, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება, რომელსაც მიიღებს ეს პოლიტიკური სუბიექტი 5%-15%-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ და საქართველში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორიოს ორგანიზაციებმა „საარჩევნო კოდექსის" განხილვის დროს მისცეს.