"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერ დეპუტატს, "თავისუფალი დემოკრატების" წევრს გიორგი ცაგარეიშვილს პარტიის დაფინანსების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
მისი თქმით, არ არის აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის ჩართვა საჭირო, რადგან მათი დაფინანსების წყაროები გამჭირვალეა და პარტია ცაგარეიშვილს გადაუგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტს.
ამასთან, მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება საჯარო საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა სადეპუტატო კითხვით მთავარ პროკურატურას მიმართა და სთხოვა "ნაციონალური მოძრობის" დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ისევე ოპერატიულად მიაწოდონ, როგორც ეს მისი პარტიის შემთხვევაში მოხდა.