საპარლამენტო უმრავლესობა გუბერნატორებისა და გამგებლებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვის კატეგორიული წინააღმდეგია.
საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "საარჩევნო კოდექსის" პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ კიდევ ერთხელ დასვა და საპარლამენტო უმრავლესობას ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება ურჩია.
მისი შეფასებით, გუბერნატორები გამგებლების დირექტორები არია, რომლებიც მათ აკონტროლებენ.
"გუბერნატორი იბარებს გამგებლებს, რეალურად აკონტროლებს მათ და ქურდად ზის, ამას კი პარტიული ხაზით აკეთებს", - მიმართა უმრავლესობას ვეფხვაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, როდესაც იგი ვენეციის კომისიაში იმყოფებოდა მიეცა საშუალება იქ ექსპერტებისთვის ეკითხა, რომელ ქვეყანაში ეკრძალებათ გუბერნატორები წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, თუმცა პრეცედენტი მათ ვერ დაუსახელეს.