თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ხელისუფლებას ურჩევს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ყოველდღიურ სამოქმედო დოკუმენტად გამოიყენონ.
როგორც თარგამაძემ კონცეფციის შეფასებისას აღნიშნა, მომავალი წელი გლობალური არჩევნების წელია, შესაბამისად შესაძლებლობებიც და გამოწვევებიც მეტი იქნება.
"საფრთხეები ძირითადად იგივეა, მაგრამ ამ დოკუმენტში მისი დაძლევის გზები უფრო მეტი და მრავალფეროვანი, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ეს შესაძლებლობა. ასევე საუბარია, როგორ უნდა მოხდეს მოქმედებების ურთიერთშეხამება სახელისუფლებო სისტემაში. ამიტომ მე ვფიქრობ ეს დოკუმენტი გამოადგება ხელისუფლების თვითოეულ წარმომადგენელს, როგორც ყოველდღიური სამოქმედო დოკუმენტი", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ განახლებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს დაამტკიცებს.