საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თავდაცვისა და უშიშოროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი გასაგებად ჩამოყალიბებული რუსეთისა და პუტინისადმი დამოკიდებულება აქვს.
როგორც თარგამაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გია ცაგრეიშვილის მიერ სადეპუტატო კითხვაზე მოსული პასუხის შეფასებისას აღნიშნა, დოკუმენტმა ცხადყო, რომ უზარმაზარი თანხებია იმ პოლიტიკოსებზე გაცემული, რომელთა არც ქმედება არ უნახავს არავის.
"ვფიქრობ, რომ ის პერიპეტიები, რაც ვატარებთ დღეს, თუნდაც პარლამენტში, პროკურატურასთან ცაგარეიშვილის სადეპუტატო მოთხოვნას ვგულისხმობ, მასზე პასუხი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. აქ არის უზარმაზარი თანხები იმ პოლიტიკოსებზე გაცემული, რომელთა არც ქმედება არ უნახავს არავის და დიდი ხანია არც ეს პოლიტიკოსები უნახავს არავის", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, ივანიშვილის ფულის წარმომავლობა ყველამ იცის.
"ერთადერთი რაც ამ ადამიანმა ასე თუ ისე გასაგებად ჩამოყალიბა ეს არის მისი დამოკიდებულება რუსეთისა და პუტინსიადმი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ძაღლად არავინ აგდებს. სწორედ ეს ადამიანი არის მისთვის დემოკრატიის მაგალითი", - განაცხადა თარგამაძემ.