საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ახალ საარჩევნო კოდექსში დიპლომატიური კორპუსის მიერ გამოთქმუილი რეკომენდაციები მეორე და მესამე მოსმენაზე აისახება.
მისი თქმით, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზეც რამდენიმე საკითხზე მსჯელობა გაიმართა და მათი მხრიდან რეკომენდაციები გამოითქვა.
"რეკომენდაციები ძირითადად ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ქალების უფრო აქტიურად მონაწილეობას პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებში და სხვა. ამ რეკომენდაციებს ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ რომ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები ახალ საარჩევნო კოდექსს და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.