ოპოზიცონერი დეპუტატის, გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო კითხვაზე მოსული პასუხის თანახმად, ჩვენი საქრათველო თავისუფალ დემოკრატებს საბანკო გადარიცხვებით ნოემბერ-დეკემბერში მილიონ 100 ათასი ჩაერიცხათ.
ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული თანხები შემდეგნაირად არის გაწერილი. ბანკი "ქართუ" - 100 ათასი ლარი. სს "ქართუ ჯგუფი" - 100 ათასი ლარი, შპს "კომპლექს სერვისი" - 100 ათასი ლარი; შპს "ბურჯი" - 100 ათასი ლარი; შპს "ფინ სერვისი - 100 ათასი ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 ათასი ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" - 100 ათასი ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 ათასი ლარი; შპს "ქართული ჰოლდინგი - 100 ათასი ლარი. აღნიშნული თანხები 2011 წლის ნოემბრის თვეშია გადარიცხული პარტიის ანგარიშზე. ხოლო ალასანიას პარტიამ ამავე წლის დეკემბერში შპს "კოლხეთიდან" 100 ათასი და შპს "კალა კაპიტალიდან" 100 ათასი მიიღო.
აღსანიშნავია რომ მილიონ 100 ათას ლარი ასევე გადარიცხულია ხალხის პარტიის, კონსერვატორული პარტიის და რესპუბლიკური პარტიის ანგარიშებზე. ხალხის პარტიამ მიმდინარე წლის დეკემბერში 100 ათასიანი გადარიცხვები მიიღო ბანკი "ქართუდან". შპს "ფინ სერვისი XXI"; შპს "ფინსერვისი"; შპს "კომპლექს სერვისი"; შპს "ელიტა ბურჯი"; შპს "ბურჯი"; სს "ქართუ ჯგუფი"; შპს "ქართუ მენეჯმენტი"; შპს "ინტერკონსალტინგი პლიუსი"; შპს "კალა კაპიტალი" და შპს "კოლხეთი".
რაც შეეხება კონსერვატორულ პარტიას მან დეკემბრის თვეში მილიონ 100 ათასი ლარი საბანკო ჩარიცხავა მიიღო. შპს "კომპლექსსერვისიდან" - 100 ათასი ლარი, სს "ბანკი ქართუ" - 100 ათასი ლარი; შპს "ბურჯი" - 100 ათასი ლარი; სს "ქართუ ჯგუფი" - 100 ათასი ლარი; შპს "ფინსერვისი" - 100 ათასი ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლიუსი - 100 ათასი ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი - 100 ათასი ლარი; შპს "ფინსერვისი XXI - 100 ათასი ლარი; შპს "კოლხეთი - 100 ათასი ლარი და შპს "კალა კაპიტალი - 100 ათასი ლარი.
იგივე კომპანიებისგან მილიონ 100 ათასი ლარი მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამაც.
2011 წლის ნოემბერ დეკემბრის თვეში კერძოდ კი სს ბანკი "ქართუ" - 100 ათასი ლარი; შპს "კომპლექსსერვისი" - 100 ათასი ლარი; სს "ქართუ ჯგუფი - 100 ათასი ლარი; შპს "ბურჯი - 100 ათასი ლარი; შპს "ფინსერვისი - 100 ათასი ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლიუსი" - 100 ათასი ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" - 100 ათასი ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 ათასი ლარი; შპს "ქართული ჰოლდინგი" - 100 ათასი ლარი.
აღნიშნული თანხები პარტიის ანგარიშზე მიმდინარე წლის ნოემბრის თვეშია ჩარიცხული ხოლო 100 ათას 100 ათასი ლარი შპს "კალა კაპიტალიდან" და შპს "კოლხეთიდან" დეკემბერში.