საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით პოლიტიკური ურიერთობების განვითარება ყველა ქვეყანასთან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონალური ურთიერთობების განმტკიცება.
ამის შესახებ ბაქრაძემ თურქეთის საპარალამენტო მეგობრობის ჯგუფის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ასეთი ფორმის კონტაქტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. რომელიც უზრუნველყოფს სიმყარეს ქართულ თურქულ ურთიერთობებში.
"ძალიან მოცულობითი დელეგაცია ჩამოდის, რომელშიც 24 პარლამენტარი შედის. ესენი არიან ის ადამიანები რომელთა უმრავლესობის ასოცირებაც ხდება საქართველოსთან, ქართულ წარმომავლობასთან და ქართულ ფესვებთან. ეს არის ის ძირითადი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც უზრუნველყოფს რომ საქართველო და თურქეთი ყოველთვის დარჩნენ უაღრესად მეგობრული და პარტნიორული სახელმწიფოები", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება არა მხოლოდ პოლიტკურ საკითხებს, ასევე ინვესტიციებს და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
"თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანია რომ ამ სფეროებში ურთიერთობები გაგრძელდეს", - მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ რომ დღეს თბილისს თურქეთის საპარალმენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგებლები ესტუმრნენ, რომლებიც შეხვედრებს პარლამენტში, როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის წევრებთან გამართავენ.