"ჩვენთვის რუსეთი უცილობლად ნეგატიური ძალაა, მაგრამ ჩვენ ასევე გვესმის, რომ დიდი ქვეყანაა და ბუნებრივია მასთან ურთიერთობა გვიწევს, განსაკუთრებით კი მსოფლიო პოლიტიკის საკითხებში", _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრაზილიურ "Folha"-სთან საუბარში გააკეთა.
ამასთან ერთად, რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწერიანების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას მიხეილ სააკაშვილი ურთიერთობების გაუმჯობესებად არ მიიჩნევს.
"სინამდვლეში ეს ცხადჰყოფს, რომ არის ძალიან დიდი, პრაგმატული ინტერესი რუსეთისა მათ გაუმჯობესებაში. მათ იციან, რომ სამხრეთ ოსეთში ოსების რაოდენობა 10 000 ზე ნაკლებია, აფხაზეთის მოსახლეობა კი იმის 20 % შეადგენს, რაც ომამდე იყო. ეს ძირითადად მოსახლეობისგან დაცარიელებული რეგიონია, რომელსაც რუსეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი ეს მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდაა საჭირო, რომ ისინი ძლიერები არიან ამ რეგიონში", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ლიდერი პრობლემა იქნება მათთვის.
"მაგრამ მე ყველაზე სერიოზული პრობლემა გავხდი, იმიტომ, რომ საქართველომ წარმატებული რეფრომები ჩაატარა", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები