პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოამდგენლებთან შეხვედარზე გამოთქმული მოსაზრებები და ინიციატივები ახალ საარჩევნო კოდექსში უდავოდ აისახება.
როგორც ბაქრაძემ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანზიაციების ხელმძღვანელბთან შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა შეხვედრაზე გამოთქმული ყველა მოსაზრება, რომელიც ეხება საარჩევნო საკითხებს ქართული მხარისთვის იქნება ღირებული და ის მეორე, მესამე მოსმენაზე კანონპროექტში აისახება.
"ახალი საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება. ამის ნაწილი იყო შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანზიაციებთან და ახლა უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. პროცესი არის ღია და გამჭვირვალე და ჩვენი ამოცანაა ყველა დიანტერესებულ მხარეს მოუსმინოთ და მათ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითავლისწინოთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანია საარჩევნო კოდექსი მთლიანად იყოს შესაბამისობაში მოყვანილი ევროპულ ნორმებთან და დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომ შესაძლებელი გახდეს მის მიხედვით საქართველოში თანამედროვე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.
ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ასევე კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები პავლე კუბლაშვილი და აკაკი მინაშვილი საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან.