დღეს „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თეიუმურაზ ჯაშმა პრესკონფერენცია გამართა. თეიმურაზის განცხადებით, საქართველოს ჭირდება ძლიერი სოფელი.
„სოფლის მეურნეობაში გატარებულმა ფსევდო რეფორმებმა ვერანაირი დადებითი შედეგი ვერ მოგვცა.პირიქით თანამედროვე მეურნე გლეხი შუა საუკუნეების გლეხის მდგომარეობაშ ჩააყენა. გლეხობის უმრავლესობა, უსახსრობის გამო, ვერ ახერხებს მიწების დამუშავებას. სახელმწიფო კი მათ არანაირ დახმარებას არ უწვს და ისისნი, მხოლდ საარჩევნო პერიოდში ახსენდება", - განაცხადა თეიმურაზ ჯაშმა.
დღეს ხელისუფლების ინიციატივით საქართველოს 3400 სოფელში მცხოვრები, 800 000 ოჯახი მიიღებს ერთჯერად 30-ლარიან ვაუჩერს.
ჯაშის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 24 000 000 მილიონი ლარი.
"ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავ უკანონოდ ხდება საბიუჯეტო სახსრების გამოყენება. სოფლის მოსახლეობაზე გასაცემი 30 ლარიანი ვაუჩერი შეურაცხმყოფელია, რადგან ე.წ „საარჩევნო ქრთამია", რომელსაც ნაიონალური მოძრაობა პიარისტვის იყენებს. ამ თანხით მხოლოდ 10 ლიტრი საწვავის შეძენა შეიძლება, რომლითაც მიწის დამუშავებაც კი შეუძლებელია. ეს არის მორიგი მცდელობა, არჩევნების გაყალბების. სოფლის მეურნეობა კი ერთ-ერთი ურთულესი მრავალდარგოვანი სისტემაა, რომელსაც პროფესიონალები უნდა მართვადნენ და არა დილეტანტები", - განაცხადა თეიმურაზ ჯაშმა.