რუსეთის მეექვსე მოწვევის დუმის პლენარულ სხდომაზე სპიკერად კრემლის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახენ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 238-მა დეპუტატმა დაუჭირა - "დუმაში პარტია "ედიანაია როსიას" სწორედ ამდენივე წამომადგენელია ამჟამად", _ აღნიშნავს რუსული მედია. აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ 88 დეპუტატმა მისცა ხმა. თავი არავის შეუკავებია.
დუმის სპიკერის თანამდებობაზე ლიბერალურ-დემოკრატიული პატიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკიც იყრიდა კენჭს, თუმცა მან მხოლოდ 204 ხმა დააგროვა.
პროცედურის შემდეგ პლენარულ სხდომას ახალად არჩეული სპიკერი წარუძღვა.