მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" ევროპული ტურნედან დაბრუნდნენ. ქართველი მუსიკოსები რუმინეთსა და ბალტიისპირეთში პროექტით - "საქართველო თქვენ წარმოდგენაში" იმყოფებოდნენ.
უცხოელი მსმენლის წინაშე მათ 12 მუსიკალური ნომერი წარადგინეს. ასევე, შედგა ორი ახალი სიმღერის პრემიერაც. ანსამბლ "შინის" მუსიკალურ კომპოზიციებთან ერთად შესრულდა ამერიკელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებიც.
"პრესტიჟულ დარბაზში წარვადგინეთ ქართული პოლიფონია, მსოფლიო მუსიკის ელემენტებით ქართულ ტრადიციულ სიმღერებიც, მათ შორის დავით თორაძის რომანსი "დღე პირველი, დღე უკანასკნელიდან", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" 3 წლის წინ გაერთიანდნენ. ჯგუფი გერმანიაში მოღვაწეობდა. ქართველი ჯაზშემსრულებელთან გაერთიანების იდეა თამარ ჩხეიძეს ეკუთვნის. "შინის" და მაია ბარათაშვილის დებიუტი გერმანიაში შედგა. მათზე რეჟისორ გიორგი კიკალიშვილის და საზოგადოებრივმა არხის ორგანიზებით ფილმიც გადაიღეს.