პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ბიზნეს საბჭოს სხდომაზე ბიზნესმენებს 2012 წლის ბიუჯეტს გააცნობს.
როგორც სხდომის დაწყების წინ ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმომავალი და ხვალინდელი დღის რწმენა ჰქონდეს, რათა გაფართოვდეს მუდმივად და ახალი სამუშაო ადგილები შექმნას.
"ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ ბიზნესმენებს ჰქონდეთ რწმენა, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება და ყველა მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრი უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და 2012 წლის ბიუჯეტს გააცნობენ, კერძოდ კი რას მოხმარდება გადასახადებიდან შემოსული თანხები.
ბიზნეს საბჭოს გაფართოებული სხდომა პარლამენტში მიმდინარეობს.