პოლიტიკური პარტიის მსგავსი ფინასური შეზღუდვები იმ პირებს და მათი ოჯახის წევრებსაც დაუწესდებათ, რომელთაც პოლიტიკური მიზნები გაცხადებული აქვთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებება შედის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში ფინანსური შეზღუდვები პარტიების მსგავსად იმ იურიდიულ პირებზე ვრცელდებოდა, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ არიან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულები, იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ ან გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
ასევე, აკრძალვა ეხებოდა პირს, რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების თაობაზე.
ჩამონათვალს კი ემატება პირი, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე მისი ოჯახის წევრებს და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირს.
აღნიშნული ნორმა კანონპროექტში მის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით გატანის დროს გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო.