კონტროლის პალატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღევა პოლიტიკურ გაერთიანების დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში.
ცვლილებების თანახმად, კონტროლის პალატის მოთხოვნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების დარღევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პასუხისმგებლობა შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან ექვსი წლის განმავლობაში.