მოსკოვში უკრაინისთვის გაზის მიწოდების ტარიფზე მსჯელობა უშედეგოდა დასრულდა. პოდმოსკოვიეს რეზიდენციაში წუხელ უკრაინისა და რუსეთის პრემიერებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, ნიკოლაი აზაროვისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე, უკრაინისა და რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე შედგა საუბარი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ სამომავლოდ ენერგეტიკულ საკითხებზეც უნდა ვისაუბროთ. ამის საშუალება არსებობდა ადრეც და მომავალშიც იარსებებს", - აღნიშნა პუტინმა.
"სასაუბრო მართლაც არის და ჩვენი კოლეგები მუდმივ კავშირში იმყოფებიან. ჩვენს ენერგეტიკულ უწყებებს არ სძინავთ და დღე და ღამე მუშაობენ და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობენ", - დასძინა აზაროვმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ მხარეები ენერგეტიკულ საკითხებზე საბოლოოდ მოილაპარაკებენ.
უკრაინული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და არაოფიციალური ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტს უკვე შეხვდა, სადაც გაზის საკითხებზეც შედგა მსჯელობა.
პრეზიდენტებს შორის ოფიციალური შეხვედრა კი დღეს საღამოს იგეგმება, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებიც დაესწრებიან.