"ეს წელიწადი ჩვენთვის ევროპის მიმართულებით გარღვევის წელიწადი იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"ყოველივე ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვარსკვლავები დალაგდა რაღაცნაირად ან ვიღაცას თვალში მოვუვედით. ეს რეფორმების შედეგია. 2008 წლის ომის შემდეგ ხომ საქართველოს ყველა ჩამოწერილი ჰყავდა, მე პოლიტიკურ ცხედრად ვყავდი გამოცხადებული მავანს და ამ სამ წელიწადში მოხდა ამ რეფორმების გატარება. საქართველო მაინც ახერხებს აღმშენებლობას. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს მომავალ წელიწადს",_ აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ეს არის "ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვათ ჩვენი ისტორიული ოცნების განხორციელებასთან, როგორც ახლა".