"ახალი წლის ღამეს "დუეტი ჯორჯია" პრემიერას თბილისის მერიის კონცერტზე წარადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა რატი დურგლიშვილმა.
"ტრდადიციულად, ყოველ წელს ქუჩაში კონცერტით ვხვდებით. მერე მე და მაკა "ქალაქურში" გადავინაცვლებთ, სადაც კონცერტს მოვაწყობთ. ახალი წლის ღამეს "ესამესას" ახლებულ ინტერპრეტაციას შევასრულებთ, ეს ერთგვარი პრემიერა იქნება", - აღნიშნა დურგლიშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, დუეტი "ჯორჯია" ახალ სიმღერებზე მუშაობს, მათ შორის ვაჟა დურგლიშვილის "თოვს და თოვს", რომლის ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.
"ვმუშაობთ მამაჩემის სიმღერაზე "თოვს და თოვს", ასევე სიმღერა "თბილისზე", რომელიც ცოცხალი გახმოვანებით და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გვინდა. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვგეგმავთ", - განაცხადა დურგლიშვილმა.