პარლამენტმა "შვილად მინდობით აყვანისა და აღზრდის შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილისა და დაბადების თარიღის შეცვლა, აგრეთვე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითება განხორციელდება ბავშვის თანხმობით. კანონპროექტი ასევე არეგულირებს შვილად აყვანის საიდუმლოებასთან და შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
"საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" დამტკიცებული ცვლილების თანახმად კი, სასამართლო დაადგენს მამობის დადგენის, სახელის და/ან გვარის შეცვლის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს.